ხვალ, 4 მაისს პარლამენტში საარჩევნო რეჟიმზე გადასვლამდე ბოლო სესია გაიმართება. პარლამენტში არჩევნებამდე ბოლო სესიას ხვალ გაიმართება, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანო მუშაობის საარჩევნო რეჟიმზე გადავა. ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება დღეს ბიუროს სხდომაზე იქნა მიღებული.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, ხვალ პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც ის კანონპროექტები მიღებული იქნება, რომელიც ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია. ძირითადად საუბარია მეორე და მესამე მოსმენის კანონპროექტებზე.
პარლამენტის საარჩევნო რეჟიმზე გადასვა კი გულისხმობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომები არჩევნების დასრულებამდე აღარ გაიმართება, თუ განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხის განხილვის აუცილებლობა არ დადგება. ასეთ შემთხვევაში კი მოწვეული იქნება რიგგარეშე სესია.
ამასთან, პარალმენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ საქართველოში საარჩევნო პროცესი მშვიდად ჩაივლის.
"იმედი მაქვს პოლიტიკოსები წინასაარჩევნო პროცესის დაუბრკოლებლივ ჩატარებას შესძლებენ, რომ ქვეყანაში არც რიგგარეშე სესიის გამართვის აუცილებლობა დადგეს", - აღნიშნა ბაქრაძემ.