პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მედიის წარმომადგენლებს პრესის საერთაშორისო დღე მიულოცა. ამის შესახებ განცხადება დავით ბაქრაძემ დღეს ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
"საქართველოს მაგალითზე ვრწმუნდები, რომ პრესა მართლაც მეოთხე ხელისუფლებაა, რადგან დანარჩენი სამ კონსტიტუციური ხელისუფლების მუშაობას აკონტროლებს. მედია არის მედიატორი ხელისუფლებას და საზოგადოებას შორის და ვისურვებ, რომ ჟურნალისტების და პოლიტიკოსების თანამშრომლობა იყოს წარმატებული, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება", - განაცხადა დავით ბაქრაძე.
ამასთან, მისი შეფასებით, მთელი მსოფლიოსათვის მედიის როლს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა საქართველოში მედიის როლი განსაკუთრებულად ძლიერია.