საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარის თომას ჰამერბერგის ცხინვალში ვიზიტს დადებითად აფასებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარის ცხინვალში ვიზიტი დადებითად შეიძლება შეფასდეს, რადგან ჰამერბერგამ ოკუპანტების მიერ დაკავებული სამი საქართველოს მოქალაქის განთავისუფლება შესძლო. სამწუხაროდ ამ დროისთვის, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ტყვეობაში 10 ქართველი კვლავ რჩება, რომელიც რუმა ოკუპანტებმა ყოველგვარი ბრალდების გარეშე დააკავეს", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისვე თქმით, ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ დაკავებული ქართველების განთავისუფლების კუთხით საერთაშორისო თანამეგობრობა ძალისხმევას არ დაიშურებს და უახლოეს მომავალში არსებული პრობლემაც მოგვარდება.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი თომას ჰამერბერგი თბილისში 1 მაისს ჩამოვიდა. 2 მაის კი იგი ცხინვალში სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სეპარატისტებმა ევროსაბჭოს უმაღლესი კომისარისადმი "პატივის ცემის ნიშნად" 3 ქართველი გაანთავისუფლეს.