საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 6 მაისს ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ აღნიშნა, ვაშაძე ვიზიტის ფარგლებში ყაზახ კოლეგას შეხვდება.
"ყაზახეთი წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანაა, ამის გათვალისწინებით კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრიგოლ ვაშაძის ყაზახ კოლეგასთან შეხვედრა. მხარები ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე და საერთაშორისო ორგანიზაციების მისიების აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში აღდგენის გზებზეც იმსჯელებენ", - აღნიშნა კალანდაძემ.