საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში დღეს დაბრუნდება.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განუცხადა.
"აშშ-ში საქართველოს დელეგაციამ ოფიციალური ვიზიტი 1 მაისს დაასრულა. ჩემი ინფორმაციით პრეზიდენტი სააკაშვილი უკვე გაზაშია და თბილიში დღეს დაბრუნდება", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
მისივე თქმით, მიმდინარე კვირას საქართველოს პრზიდენტის ახალი ოფიციალური ვიზტები დაიგეგმება.
"საგარეო უწყება საქრთველოს პრეზიდენტის ახალი ოფციალური ვიზტიების გეგმის შდგენაზე მუშაობს. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარე კვირის ბოლოსთვის ყველა დეტალი უკვე დაზუსტებული იქნება", - აღნიშნა კალანდაძემ.
შეგახსენეთ, რომ საქართველოს პრეზიდებტი მიხეილ სააკშვილი აშშ-ს დედაქალაქში ვაშინგტონში ბირთული უსაფრთხოების სამიტში მონაწილების მისაღებად 10 აპრილს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში სააკაშვილი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბაიდენს, კონგრესის და სენატის წარმომადგენლებს შეხვდა. თუმცა, სმოლენსკში პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის და ქვეყნის მთავრობის წევრების ტრაგუკულად დაღუპვის გამო საქართველოს პრეზიდენტმა შტატებში ვიზიტი დროებით შეწყვიტა და პოლონეთში ლეხ და მარია კაჩინსკების დაკრძალვაზე ჩავიდა.
პოლონეთიდან კი სააკაშვილმა ვიზიტი კვლავ აშშ-ში განაგრძო, სადაც შეხვედრები სტუდენტებთან, არასამათავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრების, ასევე თეთრი სახლის ყოფილ ადმინისტრაციის წევრებთან გამართა.