ხვალ, 30 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკოლოგიური სამართლის ცენტრის სარჩელის განხილვა დაიწყება.
აღნიშნულმა ცენტრი სარჩელში ვერეს ხეობაში (მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორიების გავლით) მწვანე ნარგავების მასიური გაჩეხის ხარჯზე მიმდინარე ავტომაგისტრალის მშენებლობის გამო მერიას უჩივის.
აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ კოლეგიაში საქმის განხილვის დაწყებამდე, 15:45 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ცენტრალურ შესასვლელთან "კონსერვატიული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი და "მწვანეების" ლიდერი გია გაჩეჩილაძე აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ.