ჩეჩნეთში პარლამენტის ახალი შენობა აშენდება. ამის შესახებ რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა. „დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება პარლამენტისთვის ახალი შენობა ავაშენოთ. ის სამთავრობო კომპლექსთან აშენდება, რაც დაგვაზოგინებს ხარჯებს, გაზრდის მთავრობასა და საკანონმდებლო ორგანოს შორის კავშირს და რაც მთავარია, ეს ჩეჩნეთის მცხოვრებლებისთვის კომფორტული იქნება,“-წერს კადიროვი სოციალურ ქსელში.