მასშტაბური კატასტროფა ჩინეთში. ქალაქ ტიანძინის პორტში მომხდარ აფეთქებას 42 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა დგინდება. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ოფიციალურად არ სახელდება. წინასწარი ვერსიით, პორტში საწვავის ცისტერნა და დეტონირებული საბრძოლო მასალებით დატვირთული ვაგონი აფეთქდა. ცეცხლის ლოკალიზება მეხანძრეებმა გამთენიისას შეძლეს.