ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა, ხორვატი მძევალი, ტომოსლავ სალოპეკი სიკვდილით დასაჯეს. ტერორისტებმა სიკვდილით დასჯის დამადასტურებელი ფოტოები გაავრცელეს.
30 წლის ხორვატი მებრძოლებმა მძევლად ქაიროსთან ახლოს, 22 ივლისს, აიყვანეს. მათ მოითხოვნეს, მძევლის სანაცვლოდ, ეგვიპტის ციხეებში მყოფი მუსულმანი ქალების განთავისუფლება.
მებრძოლებმა ფოტოზე გააკეთეს მინაწერი. ორი შვილის მამა მოკლეს იმ მიზეზით, რომ მისი ქვეყანა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძვის.