ნიგერიაში მასშტაბური ტერორისტული აქტი განხორციელდა. ბორნოს პროვინციაში ბაზართან მომხდარ აფეთქებას 47 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე კი დაშავდა. ტერაქტი სავარაუდოდ თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. მომხდარზე პასუხისმგებლობას ადგილობრივი ხელისუფლება „ბოკო ჰარამის“ რადიკალურ დაჯგუფებას აკისრებს.