ყირგიზეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდა. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ყაზახეთის და ყირგიზეთის პრეზიდენტებმა განაცხადეს.
გაერთიანებაში შესვლის ცერემონიალი, სიმბოლურად, ყირგიზეთისა და ყახაზეთის საზღვარზე გაიმართა. ღონისძიების დასრულების შემდეგ ყირგიზეთსა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხვა წევრებს შორის საბაჟო შეზღუდვები გაუქმდა.
ევრაზიის ეკონომიკური კავშირი რუსეთს, ბელორუსს, სომხეთს, ყაზახეთს და ყირგიზეთს აერთიანებს.
გაერთიანება წევრ ქვეყნებს შორის რეგიონულ ეკონომიკურ ინტეგრაციას გულისხმობს. ის ოფიციალურად 2015 წლის 1 იანვარს დაარსდა.