მასობრივი არეულობები მისურიში. ქალაქ ფერგიუსონში მაიკლ ბრაუნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. ისმოდა სროლის ხმაც. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დემონსტრანტებმა სამართალდამცავებს ესროლეს, რის შემდეგაც ერთ-ერთმა პოლიციელმა საპასუხო ცეცხლი გახსნა. ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაჭრილის შესახებაც. ახალგაზრდა აფროამერიკელი მაიკლ ბრაუნი გასული წლის აგვისტოში პოლიციელმა მოკლა, რასაც ფერგიუსონში მასშტაბური არეულობები მოჰყვა.