იაპონიაში ქყვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ თარიღს იხსენებენ. ზუსტად 70 წლის წინ ნაგასაკი მეორე ქალაქი გახდა, რომელშიც ამერიკელებმა ატომური ბომბი ჩააგდეს. ხიროსიმას შემდეგ ისინი ქალაქ კოკურას დაბომბვას აპირებდნენ, თუმცა ღრუბლიანობისა და ცუდი მხედველობის გამო მათ სამიზნედ ნაგასაკი იქცა. აფეთქებას 70 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით ათასი კი მიღებული რადიაციით დაავადდა. ბომბმა ქალაქის მესამედი გაანადგურა. ნაგასაკის დაბომბვიდან 3 დღის შემდეგ იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა.