უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ახალ კომიტეტს ხსნის. ამის შესახებ ნიკოლაი აზაროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ ამ კომიტეტში გაწევრიანებისკენ ყველა პოლიტიკურ ძალას, პროფკავშირებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მოვუწოდებთ. ჩვენ სახლში წესრიგი უნდა დავამყაროთ. ამისთვის პირველ რიგში ვარამდელი არჩევნების ჩატარებაა საჭირო,“-აღნიშნა აზაროვმა.