დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს საქართველოში, ორთვინ ჰენიგს შეხვდა
შეხვედრაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათს ატარებდა, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებული როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობები და განიხილეს მათი სამომავლო განვითარების პერსპექტივები.
ვაშაძემ მადლობა გადაუხადა ელჩს გერმანიის მიერ საქართველოს მიმართ გამოჩენილი დამხარებისა და მხარდაჭერისათვის. თავის მხრივ, ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის უცვლელი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და გამოხატა მზადყოფნა ხელი შეუწყოს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.