პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლება" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება.
განცხადება ამის შესახებ პარტიის წევრმა სანდრო ბრეგაძემ გააკეთა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ბრეგაძეა კონსტანტინე გამსახურდიას გუნდის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი და საარჩევნო სიის პირველი ნომერი.
აღნიშნულის მიუხედავად, ბრეგაძის თქმით, ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციას გამარჯვების შანსი არ აქვს, რადგან მათ საერთო კანდიდატზე შეთანხმება ვერ მოახერხეს.
"თუ ოპოზიცია შეძლებს თბილისის მერის საერთო კანდიდატზე შეთანხმებას, "თავისუფლება" ამ კანდიდატს მხარს დაუჭერს", - განმარტავს ბრეგაძე.
აღსანიშნავია, რომ "თავისუფლება" უახლოეს დღეებში საკრებულოების კანდიდატებს დაასახელებს რეგიონებში დაიწყებს.