მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე ვანო მერაბიშვილს "ჯოჯოხეთის მოწყობით" ემუქრება.
"ვანო მერაბიშვილს ჯოჯოხეთს მოვუწყობთY", - განაცხადა გაჩეჩილაძემ დღეს, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე, უკანონო პოლიპტატიმრების მხარდამჭერ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, მისივე განმარტებით, დღევანდელი დღე "ლამაზი სცენარით" გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ პოლიტპატიმრებისა და უკანონო პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი აქცია 6 მაისს გაიმართება.
რაც შეეხება დღევანდელ მიტინგს, ამ წუთებში აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით დაიძრნენ.