პოროშენკო ყირიმს ავტონომიას სთავაზობს. ამის შესახებ მან ყირიმელი თათრების მეორე მსოფლიო კონგრესიის მონაწილეებისათვის გაკეთებულ მიმართვაში განაცხადა. პეტრო პოროშენკოს თქმით, მთავრობაში ახალი სტრუქტურები შეიქმნა, რომლებიც ყირიმის სტატუსის განსაზღვრის საკითხზე აქტიურად მუშაობენ. ოფიციალურ მოსკოვს პოროშენკოს განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.