ფინეთი შიშობს, რომ რუსეთი ალანდის კუნძულების ოკუპაციას მოახდენს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა იუსი ნიინისტემ განაცხადა. მისივე თქმით, ალანდის კუნძულების თავდაცვის სიატემა გადასახედია. ამის აუცილებლობა კი მას შემდეგ დადგა, რაც რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო ბალტიის რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა. ნიიესტეს ვარაუდით, იმ შემთხვევაში, თუ რეგიონში სამხედრო კონფლიქტი წარმოიქმნება, რუსეთი ალანდის კუნძულებს დაიკავებს.