ვაშინგტონი მოსკოვს სანქციებს უმკაცრებს. ამჯერად სანქციები უკრაინის ექსპრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის უახლოესი გარემოცვის წევრებს, ასევე, რამდენიმე სამრეწველო და კომერციულ კომპანიას შეეხო. “პერსონა ნონ გრატებს” შორის მოხვდნენ ბიზნესმენი რომან როტენბერგი, იანუკოვიჩების ოჯახის პირად ბანკირად ცნობილი სერგეი კურჩენკო, კონცერნ “კალაშნიკოვის” წარმომადგენელი ანდრეი ბიულუტინი და სხვა ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები.