"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესაბამისი დოკუმენტაცია დღეს "ალიანსის" საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა თინა ხიდაშელმა, ასევე ზურაბ აბაშიძემ და მამუკა კაციტაძემ წარადგინეს.
"ალიანსის წარმომადგენლები არჩევნებში მათი კანდიდატის გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 30 აპრილს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებისთვის მერობის კანდიდატების წარდგენის ვადა იწურება. კანონის შესაბამისად, 30 აპრილის ჩათვლით, პოლიტიკურმა პარტიებმა ცესკოში როგორც მერობის, ისე საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პროპორციული სიები უნდა წარადგინონ.
ამავე ვადაში უნდა მოხდეს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ საარჩევნო ოლქებში, კერძოდ, ოზურგეთში, გურჯაანსა და დიდუბეში მაჟორიტარი კანდიდატები წარდგენაც.
ბოლო მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებზე ერთმანეთს ცხრა კანდიდატი დაუპირისპირდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას 16 პარტია და სამი პოლიტიკური ბლოკი მიიღებს.