"თალიზის" სასწაულები
თმის ცვენას არცთუ ხშირად დიაცებიც უჩივიან, თუმცა დღეს სიმელოტის "განკურნება" ადვილად შეიძლება. ამისთვის საჭიროა, ვაჟა ფშაველას გამზირიდან, ტაშკენტის ქუჩას აუყვეთ, ორასი-სამასი მეტრი გაიაროთ და... თმის გადანერგვის კლინიკა "თალიზის" კარი შეაღოთ, სადაც კლინიკის ხელმძღვანელი, ესთეტიკური მედიცინის ამერიკული აკადემიის პროფესორი, თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო და აზიის ასოციაციების წევრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი აკაკი წილოსანი და მისი გუნდი ახალგაზრდობაში დაგაბრუნებენ და ღიმილსაც თავიდან გასწავლიან. სხვათა შორის, "თალიზი" მსოფლიოში თმის ტრანსპლანტაციის ყველაზე გავლენიანი და ავტორიტეტული ორგანიზაციის წევრია, რომელსაც საკუთარ მიღწევებზე "რაპორტს" სისტემატიურად უგზავნის... ახლა, რაც შეეხება დღევანდელ მთავარ თემას, ანუ ემუქრებათ თუ არა ქალებს სიმელოტე? აკაკი წილოსანის თქმით, ალოპეციის, ესე იგი, თმის ცვენის ბევრი მიზეზი არსებობს, თუმცა ყველაზე გავრცელებული, როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, მამაკაცებსა და ქალებშიც ერთი _ ე.წ. ანდროგენეტიკური მექანიზმია.
- აკაკი, ეს რას ნიშნავს?
- რას და, _ თმის ცვენა გენეტიკური ფაქტორებითა და მამაკაცის სასქესო ჰორმონის, ტესტოსტერონის არსებობითაა გამოწვეული _ თუკი გენეტიკური მიდრეკილებაა და ტესტოსტერონიც არსებობს, თმის ცვენა იწყება. ტესტოსტერონს ქალებში თირკმელზედა ჯირკვალი გამოიმუშავებს და შესაბამისად, ქალებშიცაა, თუმცა იმ დონით არა, როგორც _ მამაკაცებში. ამიტომ, ქალებში სრული ალოპეცია იშვიათია _ მანდილოსნებს თმა უთხელდებათ, მაგრამ ისე, როგორც მამაკაცები, იშვიათად მელოტდებიან. სხვათა შორის, საქართველოში, თმის ცვენის შემთხვევათა 95 პროცენტს ანდროგენეტიკური ალოპეცია შეადგენს.
ზემოთქმულის გარდა, ქალებში თმის ცვენა შესაძლოა, სხვა მიზეზითაც იყოს გამოწვეული, რასაც ტელოგენეფლიუმი ჰქვია _ ორსულობის, ნერვიულობისა და ჰორმონალური ცვლილების დროს ქალები თმას ინტენსიურად კარგავენ, მაგრამ ეს დროებითი მოვლენაა და არ შეიძლება, პათოლოგიად ჩაითვალოს.
- ანუ, ასეთ დროს გაცვენილი თმა თავისით ამოვა?
- დიახ. ეს გამელოტება კი არა, უბრალოდ, თმის გათხელებაა...
თმის ცვენის მიზეზი შეიძლება, ისეთი დერმატოლოგიური დაავადებაც იყოს, მაგალითად, როგორიც ბროკის დაავადებაა, ბუდობრივი ტიპის თმის ცვენა...
- ბროკის დაავადება მხოლოდ ქალებს აღენიშნებათ?
- არა...
- ბატონო აკაკი, თქვენი დაკვირვებით, თმის ცვენას დიაცები უფრო განიცდიან თუ მამაკაცები?
- თმა სილამაზის სიმბოლოა და თმის ცვენას, რა თქმა უნდა, ქალები უფრო განიცდიან. საერთოდ, სამსონისა და დალილას მითს თუ გავიხსენებთ, სამსონისთვის თმა სიძლიერისა და ჯანმრთელობის სიმბოლოც იყო...
- ქალებში ანდროგენული თმის ცვენა რა ასაკიდან იწყება?
- როგორც წესი, 40 წლიდან, თუმცა ვინაიდან სრული გამელოტება არ აღინიშნება, ქალები თმის ცვენას სხვადასხვა საშუალებით, მაგალითად, დახვევით, შეღებვით, ბოლოს და ბოლოს, პარიკით ებრძვიან.
- "თალიზამდე" პარიკს მამაკაცებიც ატარებდნენ... ბატონო აკაკი, თქვენს კლინიკაში პაციენტებს ანონიმურობა გარანტირებული აქვთ?
- რა თქმა უნდა, თუმცა ზოგს ვინაობის, ასე ვთქვათ, გაუთქმელობის კატეგორიული მოთხოვნა არ აქვს.
- პაციენტებთან ხელშეკრულებას აფორმებთ?
- დიახ და გარანტიას ვაძლევთ, რომ გადანერგილი თმა არასოდეს გასცვივდება, თუმცა თუკი თმას ე.წ. მეჩხერ ადგილას ვნერგავთ, გადანერგილი ამოვა, ბუნებრივი კი, ცვენას გააგრძელებს და ის შედეგი, რაც უნდა, პაციენტმა შეიძლება, ვერ ნახოს. ამიტომ, არსებობს მედიკამენტოზური მკურნალობა, რომელიც თმის ცვენას ეფექტურად აჩერებს. გადანერგვისა და მკურნალობის კომბინაცია კი, ყოველთვის კარგ შედეგს იძლევა.
- ხალხს ჰგონია, რომ თმის ცვენის ერთ-ერთი მიზეზი ქუდი, ან ავიტამინოზია. ასეა?
- არა, თუმცა თმის ცვენას, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გარკვეული დაავადებებიც იწვევენ.
- თმის ცვენაზე ნერვიულობა და სტრესი მოქმედებს?
- კი, მაგრამ ეს წამყვანი ფაქტორი არაა. აქაც ზუსტად ისეა, როგორც მაგალითად, ფილტვების ანთების დროს, რომლის გამომწვევიც გაციება კი არა, სტაფილოკოკი, სტეპტოკოკი ან სხვა ბაქტერიაა. გაციება პნევმონიას, უბრალოდ, ხელს უწყობს. თმა ძალიან მგრძნობიარეა და რეაქცია ცილებზეც აქვს, დაღლილობასა და ავიტამინოზზეც, თუმცა ყველაფერი ეს დამხმარე ფაქტორია...
- ანდროგენული თმის ცვენა დაავადებისგან როგორ უნდა გავარჩიოთ?
- როცა თმა გვირგვინის არეში შემცირებულია, კეფაზე კი, _ არა, ეს ანდროგენული ალოპელაციაა... ასევე, შეგიძლიათ, დერმატოლოგსა და ტრიხოლოგს მიმართოთ.
- ეს სპეციალისტები "თალიზში" არიან?
- ბუნებრივია, მაგრამ ბუდობრივი ცვენისას და ბროკის დაავადების დროს გადანერგვა კი არა, მკურნალობაა საჭირო...
- წეღან, კერძო საუბრისას, თმის ხაზის კორექცია ახსენეთ. ეს რაღაა, აკაკი?
- ზოგჯერ ქალბატონებს თმის ხაზი არ მოსწონთ, ან მაღალი შუბლი აქვთ და დაპატარავება უნდათ. ასეთ დროს ახალ დიზაინს "ვაკეთებთ" და თმას ამის მიხედვით ვნერგავთ.
- წარბების კორექციასაც აკეთებთ?
- დიახ, თუმცა ეს ცალკე თემაა და შემდეგში ვისაუბროთ...
- ბევრი ქალი პაციენტი გყავთ?
- მაგალითად, დღეს თმა ერთ ქალბატონს გადავუნერგეთ, ხვალ კიდევ ერთს უნდა გადავუნერგოთ, თუმცა სტატისტიკურად, ჩვენთან თმაგადანერგილ ათ მამაკაცზე მხოლოდ ორი ქალი `მოდის~. ისე, თმის ტრანსპლანტაციაზე გადაწყვეტილებას ქალები უფრო ადვილად იღებენ.
საერთოდ, თმის ძირი ძალიან სიცოცხლისუნარიანია და ყველანაირ სტრესს უძლებს, თუმცა გენეტიკურად, ზოგი ძირი სიკვდილისთვისაა განწირული, ანუ ეს ინფორმაცია ჩვენს გენებში წერია და მისი შეცვლა შეუძლებელია.
- თმის ცვენა გადანერგილ თმაშიც შეინიშნება?
- არა...
- ისე, უცნაურია: ზოგი ჭარბთმიანობას ებრძვის, ზოგიც _ თმის ნკლებობას...
- სხვათა შორის, იაპონიაში კულტურაა, რომ ქალს ბოქვენზე თმა აუცილებლად უნდა ჰქონდეს, რადგან ეს სექსუალურად და სილამაზედ ითვლება!
- ესე იგი, თმა ბოქვენზეც გადაგინერგავთ?
- დიახ, კორეასა და მალაიზიიდან ბევრი პაციენტი ქალბატონი გვყოლია.
- ბოქვენზე თმას საიდან ნერგავთ?
- კეფიდან...
- ეს რთული ოპერაციაა?
- არა...
- თმის გადანერგვისთვის, აკაკი, ასაკს მნიშვნელობა აქვს?
- არა, თუმცა უკეთესია, როცა თმის ცვენა ასაკში იწყება _ ამ დროს ტრანსპლანტაციას უკეთესი შედეგი აქვს, რადგან თუ ალოპეცია ახალგაზრდობაში დაიწყება, ადამიანი, ასაკში რომ შევა, არაგადანერგილი თმა გასცვივდება, გადანერგილი კი, _ არა...
მოკლედ, თუკი კეპი, ანუ სიმელოტე ნერვებს გიშლით, ბევრი აღარ იფიქროთ _ კლინიკა `თალიზს~ ესტუმრეთ და აკაკი წილოსანი, თავის გუნდთან ერთად, ცხოვრების ხალისს დაგიბრუნებთ!
ვანო პავლიაშვილი