ოდესელ პოლიციელებს აშშ გამოძიების ფედერალური ბიუროს ინსტრუქტორები მოამზადებენ. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. „2 დღის წინ შევუთანხმდით FBI-ს. ისინი წაიყვანენ დაახლოებით 50 კაციან ჯგუფს და მოამზადებენ. სწორედ ამ ხალხმა უნდა შექმნას ჭაობში მშრალი ადგილი,“-აღნიშნა საქართველოს ექსპრეზიდენტმა.