ხვალ, 30 აპრილს, ე. წ. პოლიტპატიმრების მხარდამჭერი მორიგი აქცია გაიმართება. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ გამართულ აქციაზე გაცხადეს, რომელიც ტრადიციულად, პარლამენტის წინ გაიმართა.
მიტინგში, ისე როგორც, ე. წ. პოლიტპატიმრების მხარდამჭერ ყველა აქციაში, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ უკანონო პატიმრების მხარდასაჭერი საპროტესტო აქციები ყოველ ხუთშაბათს იმართება.