1-ელ მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სირიის არაბთა რესპუბლიკას ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში ვაშაძე სირიის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის შეხვდება. დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრ ვალიდ მუალისთან შეხვედრაც, რომლის დროსაც საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის ოქმზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და სირიის ტურიზმის მინისტრი საადალაჰ აღა ალ-ქალა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერენ.
6 მაისს კი საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრება, სადაც გრიგოლ ვაშაძე თავის ყაზახ კოლეგას შეხვდება.