დღეს, კახეთში პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მოსახლეობას მაჟორიტარი კანდიდატები წარუდგინა.
"პრობლემების მოგვრების შემდეგ უფრო მეტი საკითხი ჩნდება, რომელიც მოგვარებას საჭიროებს. ძალიან ბევრი გაკეთდა, მაგრამ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი", - აღნიშნა მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენაზე ბაქრაძემ.
მმართველი პარტიის სიით თელავში კენჭს ყოფილი გამგებელი ზურაბ ბუცხრიკიძე და თინათინ ჯავახიშვილი იყრიან, ახმეტაში - ალექსანდრე მაელაშვილი, იოსებ და ბელა მარუქაშვილები, ყვარელში - ექიმი გოჩა შავგულიძე, ბესიკ ზანდარაშვილი და ზაზა ლომიძე, ლაგოდეხში - გიორგი გოზალიშვილი, ევა ლომთაძე და ინგა ნოზაძე, საგარეჯოში - ლია ჭიაურელი, ია ბედაიშვილი და ზაზა ჭიაბერაშვილი, სიღნაღში - ზაზა ზედელაშვილი, კონსტანტინე ჯანელიძე, ნოდარ კანკდელაკიშვილი, გურჯაანში - ზაქარია ივანაშვილი, დედოფლისწყაროში - ლევან ნატროშვილი და გელა თეთრაული.
შეგახსენებთ, რომ თვითმართველობის არჩევნები საქართველოში 30 მაისს გაიმართება.