"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია პედაგოგების ხელფასების მანდატურების ხელფასებთან გათანაბრებას ითხოვს. შესაბამისი განცხადება ბაღათურიამ დღეს, პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც ბაღათურიამ აღნიშნა, სკოლის მანდატურების ხელფასი 800 ლარია, ხოლო პედაგოგერბის ხელფასი ,,სამარცხვინოა''.
"მანდატურების ხელფასი კარგია და მისასალმებელია, თუმცა შეურაცხყოფელია პედაგოგების 200 ლარიანი ხელფასი, რადგან ამ ადამიანებზეა დამოკიდებული განათლების სისტემა და ქვეყნის ახალი თაობის მომავალი'', - განაცხადა ბაღათურიამ.
ბაღათურია პედაგოგების ხელფასების მანდატურების ხელფასებთან გათანბრებას ითხოვს და სათანადო კანონპროექტს პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგენს.
ბაღათურიას თქმით, პროექტით პედაგოგებს ფიქსირებული ხელფასი 500 ლარი ექნებათ, ხოლო პედაგოგების დამატებით ხელფასი განაკვეთების მიხედვით დაემატებათ.
ამასთან, მისი განმარტებით, `ქართული დასი~ პედაგოგების ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით თანხებს გამოიანგარიშებს და პროექტში ზუსტად გაწერს.