3-4 მაისს საქართველოს ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესის დელეგაცია ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისში ევროპის საბჭოს ბიუროდან აცნობეს,
დელეგაცია, რომელსაც გუნტერ კრუგი ხელმძღვანელობს ადგილობრივ არჩევნებთან და პირველად ქვეყანაში დედაქალაქის მერის არჩევნებთან დაკავშირებით ჩამოდის.
დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ხელისუფლების, ოპოზიციისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.
შედგება აზრთა ურთიერთგაცვლა ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს (OSCE/ODIHR) დელეგაციისა და დიპლომატიური კორპუსის, ასევე მედიის წარმომადგენლებთან.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან გუნტერ კრუგი (გერმანია), მიკელ იუკამი (ესტონეთი), ნიგელ მერმაგენი (გაერთიანებული სამეფო), ვერონიკ მორეირა (საფრანგეთი).