ამ წუთებში სააპელაციო სასამართლოში "ეროვნული ფორუმის" კიდევ ერთი მხარდამჭერის, გორელი თამაზ ტლაშაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს პარტიის ლიდერები - კახაბერ შარტავა და რევაზ შავიშვილი ესწრებიან.
ტლაშაძე 2009 წლის 14 ივნისს დააკავეს. მას პოლიციის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოში მიყვანის შემდეგ მაგიდაზე დაუდეს სუბოტექსის ნატეხი და უთხრეს, რომ "ეს ნარკოტიკული ნივთერება მას ეკუთვნოდა". გორის სასამართლომ ტლაშაძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს "ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარე კახაბერ შარტავა და გენერალური მდივანი რევაზ შავიშვილი ესწრებიან.