2015 წლის 13 ივლისს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქალთა თანადგომის“ ორგანიზებითა და საქველმოქმედო ფონდ ,,სარაჯიშვილის“ ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის ,,მარგალიტები მეხსიერების საგანძურიდან“ პრეზენტაცია გაიმართება.
პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილთა პირადი ნივთები მშობლიური ადგილებიდან, ამ ნივთების ამსახველი ფოტოგამოფენა და ალბომი დევნილთა ცხოვრებისეული ისტორიებით.
ალბომი გამოცემულია კომპანია ,, მედიასითის“ მიერ.
პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი, აფხაზეთის ა/რ ხელისუფლების , სამრეთ ოსეთის ადმინისტრაციის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სოხუმის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი საზოგადოება.