დღეს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე კახეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატურებს წარადგენს.
13:00 საათზე დაგეგმილია კანდიდატის წარდგენა თელავში, რომელიც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება, ხოლო 14:00 საათზე კანდიდატების წარდგენა მოხდება გურჯაანში გამგეობის შენობასთან.