მცხეთა-სტეფანწმინდის 30-ე კილომეტრზე დაკეტილი გზა ამ დროისთვის უკვე გახსნილია.
გზის ჩაკეტვა ინტენსიური წვიმების შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა გამოიწვია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა პარალიზებული იყო.
შემთხვევის ადგილი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტექნიკის გამოყენებით უკვე გაწმინდეს.