საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების უფროსის მოადგილეს, ჯორჯე დრნდარსკისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს საქართველოში არიან ტომბეს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს.
შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციები განაგრძონ.