საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეეები ნინო კალანდაძე და ალექსანდრე ნალბანდოვი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს ორთვინ ჰენიგს შეხვდნენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
შეხვედრებზე მხარეებმა საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.
ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ელჩს გერმანიის მიერ საქართველოსათვის გაწეული მხარდაჭერისათვის და მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
თავის მხრივ, ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის უცვლელი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობისადმი და გამოხატა მზადყოფნა ხელი შეუწყოს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.