მმართველი გუნდის ჩუღურეთის მაჟორიტატი დეპუტატობის კანდიდატი ანდრო ალავიძე პარლამენტის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია.
"30 მაისს გაირკვევა, ვის უჭერს ჩუღურეთი მხარს", _ განაცხადა ალავიძემ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრისას და დასძინა: "წლებია ჩუღურეთელების პრობლემით ვცხოვრობ და ისინი საარჩევნოდ არ გამხსენებია. მოსახლეობისგან ნამდვილად დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ და გამარჯვებაშიც დარწმუნებული ვარ".
მისი თქმით, ჩუღურეთის ამომრჩევლები ბოლო წლების განმავლობაში კარგად ხედავდნენ მის თითოეულ ნაბიჯსა და საქმეს.
"არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც თქვენ გვერდით არ ვმდგარიყავი. ეს ხდებოდა იმის მიუხედავად, კონკრეტული პრობლემის მოგვარება იყო თუ არა შესაძლებელი. რა თქმა უნდა, რაიონში უამრავი პრობლემაა. ბევრი რამ გაკეთდა, გასაკეთებელიც ბევრია და მჯერა, რომ კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებ", - განაცხადა ალავიძემ.