რუსული ენერგოგიგანტი „გაზპრომი“ თურქმენეთმა არაგადახდისუნარიანად გამოაცხადა. საგანგებო განცხადება თურქმენეთის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ამავე ინფორმაციით, გაზპრომი თურქმენგაზს ბუნებრივი აირის საფასურს წლის დასაწყისიდან ვეღარ უხდის, რაც დასავლეთის ეკონომიკურ სანქციებსა და მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება.