"უკრაინის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხე არ ემუქრება", - ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადება გაყინული კონფლიქტების აღიარების გადახედვის შესახებ საქართველოსთვის საფრთხის შემცველი არ არის და ქართული მხარე ქართულ-უკრაინული ურთიერთობების გადახედვის საკითხს კატეგორიულად გამორიცხავს.
"უკარიან ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე და მეგობარი ქვეყანაა, ამიტომ ჩვენ კიევთან ურთიერთობის გადახედვის საკითხს გამოვრიცხავთ. უკრაინის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნა კალანდაძემ.