საქართველოსა და ლიტვას შორის გაფორმებული ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების დახმარების შესახებ ქარტიის ფარგლებში სამთავრობოთაშორისი კომისია შეიქმნება.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განმარტა, აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს საგარეო უწყებაში ლიტვის რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმარტა, სადაც აღნიშნული საკითხები განიხილეს.
"აღსანიშნავის, რომ ლიტვის დელეგაციის ვიზიტი ქარტიის გაფორმების ერთი წლის თავს დაემთხვა. შეხვედრაზე მხარეებმა გადაწყვიტეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ლიტვაში ვიზიტის დროს სამუშაო ჯგუფი შედგება, რომელიც აღნიშნული დოკუმენტის ინპლემენტაციაზე იმუშავებს", - აღნიშნა კალანდაძემ.
ვაშაძის ლიტვაში ვიზიტის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ლიტვის საგრეო საქმეთა მინისტრის აუდრონიუს აჟუბალის ვიზიტის დროს გადაწყდა, რომ სამთავრობათაშორისო კომისია ფარგლებში სამი კომისია შეიქმნება. პირველი ევროკავშირის მიმართულებით, მეორე ნატოში და მესამე ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით იმუშავებს. აღნიშნულ კომისიებს ორივე ქვეყნიდან სს მინისტრის მოადგილეები უხელმძღვანელებენ.