დღეს, 28 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე თურქეთიდან დაბრუნდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე თურქეთს 26 აპრილს ეწვია. ვაშაძემ ოფიციალური ვიზიტი 27 აპრილს დაიწყო და მის ფარგლებში პირველი შეხვედრა თურქ კოლეგა ახმედ დავითოღლუსთან გამართა.
იმ დღესვე გრიგოლ ვაშაძე თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აბდულახ გიულიმ მიიღო.
საუბარი საქართველო-თურქეთს შორის ამ დროისთვის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში შექმნილ ვითარებას შეეხო.