დღეს, 28 აპრილს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი და კომისიის წევრები დასავლეთ საქართველოში გაემგზავრებიან. ცესკოს წევრები სამეგრელოსა და იმერეთში შეხვდებიან საოლქო კომისიის თავმჯდომარეებსა და წევრებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიის წარმომადგენლებს და პარტიული ორგანიზაციების წევრებს.
ცესკოს ინფორმაციით, ისინი გაეცნობიან წინასაარჩევნო მზადებას და მიაწვდიან მათ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ.