საფრანგეთის ტერაქტის შემზარავი დეტალები. ოფიციალური პარიზის განცხადებით, გაზის გადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილმა 35 წლის იასინ სალიმ მოკლულის მოკვეთილ თავთან სელფი გადაიღო. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტი ამჟამად სირიის ტერიტორიაზე იმყოფება. თავდასხმა ამერიკული კომპანიის მფლობელობაში არსებულ ქარხანაზე 2 დღის წინ განხორციელდა. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე თავმოკვეთილი ცხედარი აღმოაჩინა.