კონსერვატორიის დიდ დარბაზში დღეს საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. პირველი განყოფილება კლასიკურ შემოქმედებას, მეორე განყოფილება კი ჯაზს დაეთმობა.შემოსული თანხა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას გადაეცემა. ღონისძიების ორგანიზატორი კონსერვატორიის სტუდენტური თვითმმართველობაა. საქველმოქმედო საღამოს ტექნიკურად კომპანია ‘’იამახა’’ უზრუნველყოფს.