საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე საგანგაშო ფაქტად მიიჩნევს საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ქართველებისა და მეგრელების სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებად მოხსენიებას და აღნიშნულთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან სასწრაფო რეაგირებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება ლორთქიფანიძემ დღეს სესიაზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ერთ-ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ ანგარიშში ქართველები და მეგრელები სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლბად მოიხსენია. ამ ფაქტს ლორთქიფანიძე საგანგაშოდ მიიჩნევს და საქართველოს სს სამინისტროს მოუწოდებს, აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციის "უღირს საქციელზე" სასწრაფო რეაგირება მოახდინოს.
"თუკი საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის მიერ გაკეთებულ ანგარიშზე ხელისუფლების მხრიდან მწვავე რეაგირება არ იქნება, აღნიშნულ ფაქტს მომავალში სავალალო განვითარება და შედეგები მოჰყვება", - აცხადებს ლორთქიფანიძე, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, კერძოდ რომელ ორგანიზაციას მოუვიდა აღნიშნული შეცდომა.