სოტბის აუქციონზე იმპრესიონისტთა ნამუშევრების გაყიდვით მიღებულმა შემოსავალმა 178,6 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა. ყველაზე ძვირადღირებული ლოტი გუსტავ კლიმტის „გერტრუდა ლევის პორტრეტი“ გახდა, რომელშიც უცნობმა კოლექციონერმა 24,8 მილიონი გირვანქა გადაიხადა. კლიმტის შედევრი 1902 წლით თარიღდება.