30 მაისის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 13 ადგილობრივი და 4 საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციაა რეგისტრირებული. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ჯული გიორგაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საერთაშორისო ორგანიზაციებიდან არჩევნებზე დაკვირვების სურვილი "უმცირესობის საკითხთა ევროპულმა ცენტრმა", "ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების საქართველოს ეროვნულმა სექციამ", "ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისმა" და საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ გამოთქვეს.
რაც შეეხება ადგილობრივ ორგანიზაციებს, შესაბამისი რეგისტრაცია "ახალი თაობა -ახალმა ინიციატივამ", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ", ფონდმა "ინვალიდთა დახმარების ცენტრი", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", "საერთო-სამოქალაქო მოძრაობამ "მრავალეროვანი საქართველო", "სიმართლისა და სამართლის, ჩაგრულთა და პატიმართა უფლებების დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საერთასორისო ორგანიზაციამ", "თავისუფალი განვითარების და უფლებების დაცვის ასოციაციამ", "სამართლებრივი განვითარების საზოგადოებამ", კავშირმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", "ჯანმრთელმა სამყარომ", "სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა", "თავისუფალმა არჩევანმა" და "ევროპასთან თანამშრომლობის საზოგადოებამ" გაიარეს.