"თოფაძე-მრეწველების" საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი თეიმურაზ ონიანი იქნება. მისი კანდიდატურა "მრეწველების" ოფისში დღეს პარტიის ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა, გოგი თოფაძემ ოფიციალურად წარადგინა.
თოფაძის თქმით, პროფესიით იურისტი თეიმურაზ ონიანი სახელმწიფო პრემიის ლაურეატია და მინიჭებული აქვს სახელმწიფო ორდენი.
საბურთალოზე თეიმურაზ ონიანის ამომრჩევლები კონკრეტულად ვეძისის დასახლებისა და კანდელაკის ქუჩის მცხოვრებლები იქნებიან.
თეიმურაზ ონიანი ადვოკატთა ასოციაციის წევრია.