მდინარე ვერეში კანალიზაციის წყლის ჩადინება სასმელს წყალს პრობლემას არ უქმნის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა განუცხადა. დავით სერგეენკოს განმარტებით, მდინარე ვერეს წყალი სასმელად არ გამოიყენება.
მდინარე ვერეში მომუშავე მაშველების ჯანმრთელობის პრობლემასტან დაკავშირებით კი, მინისტრი აცხადებს, რომ კანის დაზიანების შემთხვევაში ინფექციის რისკი ისედაც მარაღალია.
"მდინარე ვერეს წყალი სასმელად არსად არ გამოიყენება, შესაბამისად, ამას პრობლემა არ შეუქმნია. რაც შეეხება იმას, რომ თვითონ წყალი დაბინძურდა, სადაც ადამიანები შედიოდნენ და სამაშველო სამუშაოებს ახორციელებდნენ, ეს ჩვენი ქცევის პროტოკოლს არ ცვლის და რეკომენდაციები, რომ კანის დაზიანების შემთხვევაში მიემართათ ექიმისთვის, ამ ვითარებაშიც სამართლიანია. კიდევ უფრო დავაზუსტებ: ჩვენ ვიცოდით თუ არ ვიცოდით და ვამბობთ, რომ ვიცოდით, ეს რისკფაქტორებს და ქცევის პროტოკოლს არ ცვლის ეპიდსაშიშროების შემთხვევაში, იმიტომ რომ, სასმელ წყლად არ გამოიყენება ვერეს წყალი და მაშველების შიგნით შესვლის დროს კი, ისედაც მაღალი იყო კანის დაზიანების შემთხვევაში ინფექციის რისკი. სწორედ ამიტომ მიმართავდნენ ისინი სამედიცინო დაწესებულებებს", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სტიქიის დროს ერთ-ერთი საკანალიზაციო მილის დაზიანების გამო, ვერეს დაბინძურების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის დროებითი ღონისძიება და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერს" დაზიანებეული კოლექტორის აღდგენის ვალდებულება აქვს.