საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდიას, რომელიც მეზობლის დაჭრაშია ეჭვმიტანილი ბრალს დღეს წაუყენებენ.
გამსახურდიას ადვოკატი ქეთი ბექაური აცხადებს, რომ გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და საავადმყოფოში გადაყვანას საჭიროებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გამსახურდიას ადვოკატმა განუცხადა, მის დაცვის ქვეშ მყოფი თავად არის დაზარალებული, რადგან განსახურდიას განცხადებით მას "უკნიდან ვიღაც მიეპარა და თავში რაღაც ჩაარტყა, რის გამოც გონება დაკარგა. გონზე ცოტნე კოლხურ კოშკში მოვიდა, სადაც ის პოლიციამ მაშინვე დააკავა. ასე რომ, ის თავად არის დაზარალებული",
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია მეზობლის, დავით ბაჯელიძის დაჭრაშია ეჭვმიტანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი 27 ოქტომბერს, კოლხურ კოშკთან ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.