დღეს, "ალიანსმა საქართველოსთვის" ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ლევან იზორია წარადგინა. წარდგენა ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში გაიმართა და მას ირაკლი ალასანიასთან ერთად "ალიანსის" ყველა ლიდერი ესწრებოდნენ.
"იზორიას შეუძლია, გააჩინოს ნდობა ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის. ლევანს აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის გამოცდილება და მან წარმატებული რეფორმების გატარება დაიწყო შსს-ში. აქვს დიდი სამეცნიერო გამოცდილება და შეუძლია ადამიანებისთვის შრომა და დახმარება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
თავად, ლევან იზორიას განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში იგი შეეცდება, რომ მართვის პროცესში საზოგადოება მაქსიმალურად ჩართოს.
"დღეს, რაც ყველაზე მეტად აკლია საზოგადოებას, ეს არის მართვაში თანამონაწილეობა. ჩვენ ამ ხარვეზის გამოსწორებას ყველა გზით ვეცდებით. პირველ რიგში შევქმნით სამეზობლო საბჭოებს, რომლებიც ფოკუსირებული იქნება იმ პრობლემებზე, რაც საბჭოს წევრებსა და მათ გარშემო მყოფ ადამიანებს ექმნებათ, შემდეგ კი ამ ყველაფრის გადაჭრას საკრებულოს დონეზე მოვახერხებთ", - განაცხადა ლევან იზორიამ.