"ლეიბორისტების" ინიციატივით, ქართულმა ოპოზიციის ერთმა ნაწილმა საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართვა გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც დასავლეთს საერთაშორისო კონფერენციის მოწვევას თხოვენ. ამის შესახებ დღეს, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ისაუბრა.
ნათელაშვილის განცხადებით, თუ ხსენებული კონფერენცია შედგება, იქ საუბარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე იქნება. მისი თქმით, დასავლეთმა მიხეილ სააკაშვილი იმ დანაშაულის გამო უნდა გაასამართლოს, რომელიც მან 2008 წლის აგვისტოში ჩაიდინა
"ის პრეზიდენტი, რომელმაც საქართველოში დაატრიალა სისხლის ნიაღვარი, საკუთარ ხალხს მოუწყო გენოციდი, არ შეიძლება არ გახდეს საერთაშორისო, მაღალ ტრიბუნებზე განხილვის და მსჯელობის ობიექტი და არ შეიძლება, რომ საქართველოს ასეთი დამნაშავე პრეზიდენტი არ დაჯდეს საერთაშორისო ტრიბუნალის საბრალდებო სკამზე", - განაცხადა სააკაშვილმა.